5 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“, FMG SOFT-მა გამართა Odoo-ს ERP სისტემის ქართული ვერსიის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელსაც ბიზნესწრეების წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ეს არის პირველი საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება, რომელიც საქართველოში Odoo-ს ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად ჩატარდა და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თანამედროვე ბიზნეს-ტექნოლოგიების ინტეგრაციაში.
პრეზენტაციის მიზანი იყო საქართველოს ბაზარზე Odoo-ს იმ შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა, რომელიც სრულად მორგებულია ქვეყნის კანონმდებლობას და ბიზნეს-მოთხოვნებს.
ლოკალიზაციის პროცესი FMG SOFT-ის გუნდის მიერ განხორციელდა და მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან, სამართლებრივ და საგადასახადო ასპექტს, რაც ქართული კომპანიებისთვის გაამარტივებს ყოველდღიურ ოპერაციებში ინტეგრაციის პროცესს.
პროგრამა მორგებულია IFRS სტანდარტებს, ინტეგრირებულია საგადასახადო და საბანკო სისტემებთან. აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით, Odoo-ს შეუძლია ქართული დოკუმენტების ავტომატური წაკითხვა-დამუშავება, რაც ბიზნეს-პროცესების მართვას კიდევ უფრო მოქნილსა და ეფექტურს ხდის.
ღონისძიებას სხვადასხვა ინდუსტრიის 400-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. პანელის ფარგლებში, Odoo-სა და FMG SOFT-ის ოფიციალურმა პირებმა უპასუხეს დაინტერესებული საზოგადოების კითხვებს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლოკალიზაციის პროცესისა და პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ სადემოსტრაციო ვერსიას.
შეგახსენებთ, რომ FMG SOFT-ის მიზანია ქართული კომპანიებისთვის ტექნოლოგიების ინტეგრაციის გაადვილება და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაა, რასაც 2010 წლიდან ახორციელებს. FMG SOFT-ი Odoo-ს პირველი სერტიფიცირებული პარტნიორია საქართველოში.
Odoo ERP საერთაშორისო სისტემაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს: პროექტების მართვას, CRM-ს, ბუღალტერიას, წარმოებას, საწყობსა და სხვა საკვანძო ბიზნეს-პროცესებს. Odoo-ში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ სრულად ქართული ინტერფეისით. Odoo ERP ინტეგრირებულია rs.ge-სთან.