CRM გაზარდეთ გაყიდვები


მარტივი და მოსახერხებელი

ხედავთ რამდენი მოთხოვნაა დამუშავებაში, რა ეტაპზეა და ვინ არის მათზე პასუხისმგებელი . გამოიყენეთ კანბანის დაფა იმისათვის, რომ დაინახოთ გარიგებების ეტაპების ცვლილება.



CRM ბარათი

სრული ისტორია და დაგეგმილი აქტივობები გარიგების მიხედვით ჩანს timeline-ში: ზარების ჩანაწერები, მეილები, სმს-ები, ჩატები, შეხვედრები. კლიენტის ბარათში ინახება მიმოწერები და ყველა დაგეგმილი აქტივობა კონკრეტულ კლიენტთან მიმართებაში.


გაყიდვების ავტომატიზირება

CRM რობოტები ავტომატურად აგზავნიან კლიენტებთან წერილებს, სმს-ებს, ხმოვან შეტყობინებებს, უწერენ დავალებებს პასუხისმგებელ მენეჯერებს.



CRM-მარკეტინგი

თქვენი კომპანიის სხვადასხვა სეგმენტის კლიენტებთან პერსონალური e-mail და sms შეტყობინებები გაზრდის პირველად და განმეორებით გაყიდვებს. გამოიყენეთ მზა შაბლონები, შექმენით თქვენი და გააკონტროლეთ შეტყობინებების ეფექტურობა.


ზარები CRM-დან

ყველა შემომავალი და გამავალი ზარები და საუბრის ჩანაწერები ინახება CRM -ში.



წერილები CRM-დან

კლიენტებს პირდაპირ CRM -დან გაუგზავნეთ შეტყობინებები. წერილების მიღება და წაკითხვა ფიქსირდება. კლიენტთან სრული მიმოწერის ისტორია ინახება.


უფასო ონლაინ ჩატი თქვენს ვებ გვერდზე

თქვენი კომპანიის ვებ გვერდიდან შემოსული ყველა შეტყობინება ონლაინ ჩატიდან გადამისამართდება CRM-ში და გადანაწილდება მენეჯერებს შორის. კლიენტის კონტაქტები და მიმოწერები ინახება. ონლაინ ჩატის განთავსება შესაძლებელია ნებისმიერ ვებ გვერდზე უფასოდ.



გაყიდვების გეგმა და სტატისტიკა

გაანაწილეთ გეგმა თქვენს თანამშრომლებს შორის, თვალყური ადევნეთ მენეჯერების დატვირთულობას და გააანალიზეთ გაყიდვები. თანამშრომლების ეფექტურობის დათვლა გამოგადგებათ KPI -ის დასათვლელად.


გაყიდვების გენერატორი

Bitrix24 ქმნის განმეორებით გარიგებებს თქვენს კლიენტებთან და დავალების სახით უგზავნის მენეჯერს დასამუშავებლად. ეს კარგი შესაძლებლობაა მოვიზიდოთ "ძველი" მომხმარებელი ახალი შესყიდვებისთვის.



დოკუმენტები CRM-ში

დაბეჭდეთ აქტები, ინვოისები, მინდობილობები და ხელშეკრულებები თქვენს მიერ შექმნილი შაბლონების მიხედვით ან ისარგებლეთ უკვე არსებულით. გააგზავნეთ ისინი email-ზე, ჩატში ან ბმულის სახით sms-ით.


CRM მომსახურების სფეროსათვის

სილამაზის სალონების, სამედიცინო დაწესებულებების და ავტოსატრანსპორტო ცენტრების მფლობელებს და მენეჯერებს შეუძლიათ აწარმოონ სამუშაო გრაფიკი და რესურსების დატვირთულობა, ასევე შესთავაზონ მომხმარებლებს და პაციენტებს წინასწარი ჩაწერის/დაჯავშნის მომსახურება. CRM-მარკეტინგის მეშვეობით შეგიძლიათ გაუგზავნოთ კლიენტებს შეხსენება ჩაწერის შესახებ ტელეფონზე (ხმოვანი შეტყობინება ან sms) და email-ზე.



მობილური აპლიკაცია

იყავით ყოველთვის ხაზზე და იმუშავეთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან! უფასო მოდულები: iPhone და Android სისტემებისათვის.

მოითხოვე პრეზენტაცია
CRM form will show here