
FMG -Soft გთავაზობთ საცალო სავაჭრო ობიექტზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას FMG გაყიდვები. პროგრამის მოდული ითვალისწინებს ყველა იმ მოთხოვნას რაც ასეთი ტიპის ორგანიზაციებს ესაჭიროებათ სამუშაოს ეფექტურად შესრულებისთვის. FMG გაყიდვები აერთიანებს ორ პროგრამას რომელიც განკუთვნილია Front Office და Back Office-სთვის. Back Office - პროგრამის მეშვეობით აკონტრლებს მის ქსელში ჩართულ მაღაზიის საქმიანობას, მათ დღიურ გაყიდვებს, თანხის ბრუნვას, ნაშთებს, რადგან ყოველი დღის ბოლოს ჰქონდეს სრულყოფილი სურათი ქსელის ნებისმიერი ობიექტის შესახებ. ერთ ინფორმაციულ ბაზაში აღრიცხვის წარმოება საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი სახის ფინანსური დოკუნეტი მოამზადოთ უმცირეს დროში როგორც გარე ისე შიდა მომხმარებლებისთვის.
რეალიზაციის აღრიცხვა :
· რეალიზაცია ჩეკების და მომხმარებლების მიხედვით
· ფასდაკლებების წარმოება კლიენტების მიხედვით
· გაყიდვები სხვა და სხვა საწყობიდან (პროგრამა საშუალებას გაძლევთ რამოდენიმე საწყობში ერთდროულად აღრიცხო საქონელი)
· თანხის შემოსავლების კონტროლი სალაროების მიხედბით, როგორც ტერმინალის ისე ნაღდი ანგარიშსწორების მიხედვით
· თანხის გასავლების კონტროლი
· პროდუქციის დაბრუნება
Back Office ახდენს უფლებების დელეგირებას და აქვს შესაძლებლობა მოლარე ამუშაოს იმ მოდულით რომელიც ორგანიზაციის მოთხოვნებს შეესაბამება. Front Office–ის მიერ გატარებული თითოეული რეალიზაცია Online რეჟიმში ავტომატურად ფიქსირდება მონაცემთა ბაზაში, ამის მერე მოლარეს მხოლოდ ჩანაწერის გაუქმების საშუალება აქვს რადგან არ აირიოს რაოდენობრივი და თანხობრივი ნაშთები. მენეჯერი კი ამ ოპერაციას ნახულობს რათა ჰქონდეს მონაცემები იმის შესახებ თუ რა შემთხვევაში უქმდება ყველაზე ხშირად გაყიდვები, ეს კი დამატებითი კონტროლის საშუალებას აძლევს Back Office–ს.



შესიდვების აღრიცხვა :
· მომწოდებლების მიხედვით ადგილობრივი და საიმპორტო შესყიდვების აღრიცხვა, ასევე შესყიდვევების ჩამოტვირთვა საგადასახადო საიტიდან (rs.ge)
· შესყიდვების წარმოება სხვადასხვა ვალუტაში შესაბამისი კურსით
· პროდუქციის დაბრუნება მომწოდებელთან
· პროდუქციის მარაგების კონტროლი შენახვის ვადების მიხედვით
· კრედიტორული დავალიანებების კონტროლი
· თვითღირებულების ავტომატური ფორმირება ყველა ხარჯის გათვალისწინებით
FMG გაყიდვები ასევე აღრიცხავს საწყობებს შორის პროდუქციის მოძრაობას ყველა საჭირო დოკუმენტით, ამასთან ერთად მაღაზიებს აქვთ საშუალება შეუკვეთონ მათთვის სასურველი პროდუქცია როგორც საწყობს ასევე სხვა მაღაზიებს.
ფინანსური დოკუმენტების წარმოება:
პროგრამაში გატარებული ინფორმაციის შესაბამისად FMG გაყიდვები საშუალებას გაძლევთ ავტომატურ რეჟიმში მიიღოთ :
· სასაქონლო ზედნადები
· სალაროს შემოსავლის / გასავლის ორდერი
· შეკვეთის ფურცელი
· ინვოისი
· ჯავშნის ფურცელი
· სალაროს ფისკალური ჩეკი
· Z ანგარიში
გარდა ამისა პროგრამა მიბმულია RS.ge-სთან და ონლაინ რეჟიმში თქვენ შეძლებთ პროგრამიდანვე გადააგზავნოთ ელექტრონული ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა.


ორგანიზაციის ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი:
იმისთვის რომ მმართველ რგოლს ჰქონდეს სრულყოფილი სურათი ორგანიზაციის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ მოდულით გათვალისწინებულია შემდეგი სახის რეპორტები:
· დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები დროის ნებისმიერ ჭრილში
· თანხის ბრუნვა მომწოდებელთან
· საწყობის ნაშთი როგორც რაოდენობრივი ასევე თანხობრივი
· ჯამური მოგება
· მოგება პროდუქციის მიხედვით
· მოგება ორგანიზაციის მიხედვით
· პროდუქციის ბარათი
· სალაროს ბრუნვა და ნაშთი
ამასთან ერთად ნებისმიერ ველში მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ფილტრის ღილაკით რის მიხედვითაც შეძლებს მისთვის სასურველი რეპორტის აწყობას. მ.გ. დღიური რეალიცაზიები მაღაზიების მიხედვით, ჩეკის მიხედვით გადახდილი თანხები, დღიური ხარჯი პერსონალისთვის, შესყიდვები საწყობების მიხედვით, გაყიდვები კონკრეტული პროდუქციის ან პროდუქციის საერთო მახასიათებლის მიხედვით, საუკეთესო ფასწარმოქმნის დადგენა და მისი ეფექტურობის განსაზვრა, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციების ჩამონათვალი და ყველაზე ხშირი და მომგებიანი მომხმარებლების სია. ასეთი სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სიმარტივე მმართველ რგოლს ეხმარება მომავალი საქმიანობის უკეთესად დაგეგმვასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე მომუშავე პერსონალის დროითი და შრომითი რესურსების დაზოგვაში და ლოიალურ მომხმარებელთა ბაზის შექმნასა და გაფართოებაში.
FMG გაყიდვების კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაშ რომ პროგრამა თავსებადია ისეთ სავაჭრო მოწყობილობებთან როგორიცაა შტრიხ–კოდის სკანერი, მაგნიტური რიდერი,ეტიკეტის პრინტერი და სხვა.



კავშირი ბუღალტრულ პროგრამასთან :
FMG გაყიდვები მობმულია ბუღალრტულ პროგრამა “ INFO საწარმოსთან “. მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადატანა საბუღალტრო პროგრამაში და შემდგომ მისი ბუღალტრულად დამუშავება, რომელიც მორგებულია ქართულ კანონმდებლობასთან.
|